პრესრელიზი
12 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
"თეგეტა მოტორსმა" ბოშის ტრენინგს უმასპინძლა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 აპრილი, 2012 - 10-11 აპრილს კომპანია „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში გაიმართა უმსხვილესი გერმანული კომპანია Bosch-ის მიერ ინიცირებული ტრენინგი თემაზე: „Bosh-ის ავტოსათადარიგო ნაწილების ასორტიმენტი". ტრენინგის ჩატარებას კომპანია „თეგეტა მოტორსმა" გაუწია ორგანიზება.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ბოშის პროდუქციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ზრდას, უახლესი ტექნოლოგიების უკეთ გაცნობასა და მათ ინტეგრირებას კომპანიის სამუშაო პროცესებში. ყოველივე ეს მომავალში კომპანიის მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაში აისახება.
აღნიშნულ ტრენინგს მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ტრენინგს ესწრებოდნენ "თეგეტა მოტორსის" თანამშრომლები გაყიდვებისა და სერვისის მიმართულებებიდან, კომპანიის სავაჭრო პარტნიორები და Bosch-ის წამომადგენლები ამიერკავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მსმენელთა უმრავლესობას კომპანია „თეგეტა მოტორსის" თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
ასეთი ტიპის ღონისძიებების მოწყობა „თეგეტა მოტორსს" ეხმარება შექმნას მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და დანერგოს ავტოსერვისის ახალი კულტურა საქართველოში.
ტრენინგის ფარგლებში მოხდა პროფესიული ინფორმაციის გაცვლა, განსხვავებული გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება და ახალი იდეების გენერირება. ტრენინგის პროგრამა შედგებოდა ისეთი აქტუალური საკითხებისგან მსუბუქი და სატვირთო ავტომომანქანებისთვის, როგორიც არის:
პარტნიორ კომპანიებს მსგავსი ტიპის ტრენინგების მოწყობის საშუალებას კომპანია „ბოში" წლის განმავლობაში რამდენჯერმე აძლევს.
„თეგეტა მოტორსისთვის" მნიშვნელოვანია ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა როგორიც არის კომპანია „ბოში". „ბოშის" შემადგენლობაში შედის Robert Bosch GmbH, 300-ზე მეტი შვილობილი კომპანია და რეგიონალური წარმომადგენელი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში, ჯგუფის პარტნიორების ჩათვლით, კომპანია „ბოში" დაახლოებით 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.